თეგი: ნაფტალი ბენეტი

ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა

ისრაელი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის ძალისხმევას მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოულოდნელი მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ. უკრაინამ შუამავლის როლის შესრულება უკრაინამ სთხოვა. ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა. „იმ დროს, როდესაც თუნდაც მცირე შანსი არსებობს და ჩვენ გვაქვს წვდომა ყველა მხარესთან, მე მიმაჩნია, ჩვენი ვალია, მცდელობა არ დავაკლოთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში, ირანის განლაგების წინააღმდეგ. ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში    

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას „ომის დასრულების გზები“ განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „ვესაუბრე ნაფტალი ბენეტს. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.    

ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში

მოსკოვში პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინიტრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებები გამართა.  DW-ს ცნობით, გერმანელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ბენეტმა და შოლცმა საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, ორი ლიდერი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა და მზად არიან, დაასრულონ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება სწრაფად". პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამირეკა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ისრაელს? ისრაელი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან და შუამავლის როლის შესრულება სურს. რუსეთი ასევე ჩართულია ომში სირიაში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ისრაელის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ „ბენეტის ქმედება არის გაბედული, მაგრამ ამავე დროს, მისი ეს ნაბიჯი სარისკოა“.  „რუსეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და პუტინი შესაძლოა, ეძებს გამოსავალს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ყოფილი ელჩი.  ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე დღეს, რუსეთს მოულოდნელად ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბენეტის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერი შაბათს, დილით მოსკოვში გაემგზავრა და მას თან ახლდა რუსულენოვანი კაბინეტის მინისტრი (იერუსალიმის საქმეთა მინისტრი) ზეევ ელკინი, რომელიც უკრაინაში დაიბადა.

ისრაელი: პუტინმა პრემიერ-მინისტრ ბენეტს ლავროვის კომენტარების გამო ბოდიში მოუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმ ანტისემიტური კომენტარებისთვის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ კვირის დასაწყისში გააკეთა. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს „პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარების გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის“, - ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, 2 მაისს, ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელმა ლავროვი ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში დაადანაშაულა. ისრაელმა რუსეთის ელჩიც დაიბარა. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.  

ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით

„ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში“, - ამ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი. „ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ბენეტი: ისრაელმა და თურქეთმა ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელისა და თურქეთის უშიშროების წარმომადგენლები თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ერთად მუშაობდნენ. მისი თქმით, ოპერატიულმა ძალისხმევამ თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, შედეგი გამოიღო. „ბოლო დღეებში, ისრაელ-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ჩავახშეთ არაერთი თავდასხმა და თურქეთის მიწაზე რამდენიმე ტერორისტიც დააკავეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. მას თავდასხმების, დაკავებულთა რაოდენობის ან ტერორისტების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ნაფტალი ბენეტმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა - მედია

პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ბენეტმა პარტიის წევრებს უკვე აცნობა. იუწყება Timesofisrael-ი სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. ისრაელში ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, პოლიტიკას დატოვებს. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ისრაელის დეპუტატებმა პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ კანონპროექტი  პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მანამდე, ისრაელის მთავრობა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა დატოვა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში  უმრავლესობა დაკარგა. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემდეგ კი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ქვენის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.